ტრენინგის IX დღე
სასწავლო პროექტი
აქტიური, მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა. იგი პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის
განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი,
შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. პროექტებზე მუშაობის დროს
რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს იყენებენ
პრაქტიკაში. პროექტებით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.ისინი
მეტი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას
მოითხოვს.
სწორედ ეს ტრენინგი იყო სავსე იმ ინფორმაციებით, რომელებიც
დამეხმარება უფრო ეფექტურად, სწორად და სრულყოფილად დავგეგმო და წარმართო სასწავლო
პროექტები, დავხვეწო შეფასების რუბრიკები,უფრო უკეთესად დავეუფლო ტექნოლოგიებს.
მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ დიანა მიქაძეს, საინტერესო
და ნაყოფიერი ტრენინგისათვის, მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრს და კორპორაცია ინტელს.
გავეცანით მე-8 მოდულს, განვიხილეთ კოლეგების საქაღალდეები, მივიღეთ უკუკავშირი, შენიშვნები და მითითებები, რაც დაგვეხმარა ჩვენი საქაღალდეების სრულყოფაში.
ძალიან მომწონხართ, წარმატებები....)*
ОтветитьУдалитьხათო,ძალიან კარგი პრეზენტაცია წარმოადგინე, ძალიან წარმატებული გოგონა ხარ! (საყვარელიც)
ОтветитьУдалитьხათო,ძალიან კარგი პრეზენტაცია წარმოადგინე, ძალიან წარმატებული გოგონა ხარ! (საყვარელიც)
ОтветитьУдалитьძალიან კარგი საქაღალდე წარმოადგინეთ! გისურვებ წარმატებებს!
ОтветитьУдалитьძალიან კარგი საქაღალდე წარმოადგინეთ! გისურვებ წარმატებებს!
ОтветитьУдалитьძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო,მადლობა..წარმატებებიი
ОтветитьУдалитьხათო! ყოჩაღ. ძალიან მომეწონა შენი პრეზენტაცია. გისურვებ წარმატებებს.
ОтветитьУдалить