пятница, 21 октября 2016 г.
суббота, 24 сентября 2016 г.
ტრენინგის IX დღე
სასწავლო პროექტი
აქტიური, მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა. იგი პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის
განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი,
შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. პროექტებზე მუშაობის დროს
რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს იყენებენ
პრაქტიკაში. პროექტებით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.ისინი
მეტი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას
მოითხოვს.
სწორედ ეს ტრენინგი იყო სავსე იმ ინფორმაციებით, რომელებიც
დამეხმარება უფრო ეფექტურად, სწორად და სრულყოფილად დავგეგმო და წარმართო სასწავლო
პროექტები, დავხვეწო შეფასების რუბრიკები,უფრო უკეთესად დავეუფლო ტექნოლოგიებს.
მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ დიანა მიქაძეს, საინტერესო
და ნაყოფიერი ტრენინგისათვის, მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრს და კორპორაცია ინტელს.
გავეცანით მე-8 მოდულს, განვიხილეთ კოლეგების საქაღალდეები, მივიღეთ უკუკავშირი, შენიშვნები და მითითებები, რაც დაგვეხმარა ჩვენი საქაღალდეების სრულყოფაში.
ტრენინგის VI დღე
გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს. ძალიან მომეწონა მოსწავლის პრეზენტაცია ,, აფრიკულ საფარზე", რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის მოსწავლის ნაშრომზე, საინტერესოდ არის გაკეთებული მისი დასკვნები.
საჭიროდ ვთვილი, რომ პროექტის მომზადების პროცესში, მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეადგინოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, იმიტომ რომ უკეთ დაგეგმოს პროექტი.

ტრენინგის III დღე
დღევანდელი დღეც დატვირთული იყო ახალი და საინტერესო ინფორმაციებით, გავეცანით სასწავო პროექტის დაგეგმვას,სასწავო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცის მომზადებას, განსაკუთრებით საინტერესოა ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების წინასწარ გააზრება და განსაზღვრა. ჩემი პროექტისათვის მოვამზადე მიმართულების მომცემი კითხვები. რაშიც სწორედ ეს ტრენინგი დამეხმარა. ძალიან გამიხარდა, რომ სწორად მოვარგე კითხვები ჩემს პროექტს.

ტრენინგის I- II დღე
ჩემთვის ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციებით დატვირთული დღეები იყო. ტრენინგებამდეც ვაკეთებდი პროექტებს, ჩემს პატარებთან ერთად და ეს ყველაფერი კი დამეხმარება, უფრო ორგანიზებულად, უფრო დახვეწილად წარმართო პროექტი. ძალიან მომეწონა ელექტრონული წიგნი, პროექტებით სწავლების შესახებ. სადაც კარგადაა განხილული თითოეული საკითხი, მდიდარია ჩემთვის საინტერესო მასალით და მარტივად მეხმარება უფრო ეფექტურად დავგეგმო სასწავლო ღონისძიება. ტრენინგის პირველივე დღის შემდეგ დავიწყე ფიქრი ახალ და საინტერესო პროექტეზე.
ტრენონგის მეორე დღეც საჭირო ინფორმაციებით იყო დატვირთული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბროშირების შექმნა. რადგან ეს არის საჭირო, როგორც დამსწრე პირებისათვის და ასევე მონაწილეებისათვისაც. აქ კეთდება მოკლე მიმოხილვა სასწავლო ღონისძიების. ეს კი ხელს შეოწყობს პროექტის უკეთ ორგანიზებას.

Подписаться на:
Сообщения (Atom)